შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

14 ნოემბერი 2020, 18:10 1213 ნახვა

საავადმყოფოებში საწოლფონდის რაოდენობასთან დაკავშირებით  ისაუბრეს     პრემიერ-მინისტრმა და  კოვიდმიმღები კლინიკების წარმომადგენლებმა .  შეხვედრაზე, რომელსაც  ჯანდაცვისა და  ფინანსთა მინისტრებიც ესწრებოდნენ  განიხილეს კლინიკების საჭიროებები ,  საუბარი შეეხო   დამატებითი რესურსების მობილიზებას.  

ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და ის ადამიანებს, რომლებსაც  სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა  სჭირდება კლინიკის მიღმა არ დარჩნენ.  ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის მზაობისა და ტესტირების პროცესის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორის  საკოორდინაციო საბჭოს   სხდომაზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი