ხმაური საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან

14 ნოემბერი 2020, 15:25 908 ნახვა

ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება  და ბრახუნი ფანჯრებზე- ასეთი ვითარება იყო  უსკოს შენობის გარეთაც. უმაღლესი საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია ერთი საათი გაგრძელდა. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

გაიმართა აქცია პერფორმანსიც. მათ შემაჯამებელი ოქმების ასლები გააკრეს შენობის ფასადზე და რაც მათი მტკიცებით გაყალბებულ არჩევნებს ადასტურებს. ეზოში წარწერებიც დატოვეს.  აქციის რამდენიმე მონაწილე წარმომადგენლის სახით სხდომაზე დასწრებას ცდილობდა, ისინი შენობაში პოლიციამ არ შეუშვა, განმარტეს, რომ მათ  უსკოს აკრედიტაცია არ  ჰქონდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი