ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა

14 ნოემბერი 2020, 13:07 533 ნახვა

ღორჯომი -მთა ლეკნარი -კურორტი ბახმარო“ - ასე ჰქვია ახალ, გარდამავალ  მარშრუტს, რომელიც ხულოსა და გურიას ერთმანეთთან აკავშირებს. სათავგადასავლო - სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება, რომელიც სოფელ ღორჯომიდან იწყება და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება,  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა.

ტურისტებს საშუალება აქვთ სოფელი ღორჯომი, იქ არსებული ულამაზესი ხის ოდები, კასაკდოვანი ჩანჩქერები და ხუთგუმბათოვანი მეჩეთი მოინახულონ, ასევე ესტუმრონ მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებსა და კურორტ ბახმაროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში