გაერთიანებული ოპოზიცია მორიგი ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება. 15 საათზე პარლამენტთან ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, ვინც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ისევ შეიკრიბებიან.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაწყებული მოლაპარაკებების მიუხედავად კომპრომისზე წასვლას ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით არ აპირებენ. როგორ დამთავრდება მოლაპარაკებები ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებულია - ამბობენ ოპოზიციაში. აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ დიალოგს მმართველი გუნდიდან მხოლოდ არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.
პოზიციები ორი დღის წინ მოსინჯეს , ამ დილით კი ისევ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებათა სერია ისევ განახლდა.