საქართველოში კორონავირუსით 4 666 მედიკოსია ინფიცირებული - ამირან გამყრელიძე

13 ნოემბერი 2020, 17:56 1028 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დრომდე 4 666 მედიკოსი დაინფიცირდა.

„4 666 მედიკოსია ინფიცირებული. აგვისტოს ბოლომდე დაახლოებით 200-მდე მედიკოსი გვყავდა ინფიცირებული და ოქტომბერ-ნოემბერში ეს რიცხვი გაიზარდა 4 666-მდე. ეს საერთო ინფიცირებულების 6.4%-ია, მაგრამ ესენი ყველანი ექიმები არ არიან. ისინი არიან ზოგადად სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები: ექიმები, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში