ხანძარია თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
საცხოვრებელ ბინაში მეხანძრე-მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ 70-წლამდე ასაკის კაცი.
ხანძრის გავრცელების საშიშროების გამო მეზობლები სახლიდან გამოიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქების ხმა გაიგეს და ასევე იყო ძლიერი დაკვამლიანება. მამაკაცი ბინაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ხანძრის გაჩენის დროს ის სახლში არ იმყოფებოდა.