საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12 ნოემბერი 2020, 11:05 1229 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირიუსის 3120 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2358 პირი. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 33 პაციენტი  გარდაიცვალა. 

განახლებული სტატისტიკის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

" ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11, აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332,  კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887.  4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 801, იმერეთში - 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 103, იმერეთში - 159. "- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

სტატისტიკის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია - 2506, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4918

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3311.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში