პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს სტრუქტურული რეფორმების გეგმას მაღალი შეფასება მისცა.
გიორგი გახარიას განმარტებით, შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომელსაც ვახორციელებთ და გავაგრძელებთ ექნება ყველაზე სწრაფი, ეფექტური ზრდა.
"ჩვენ ბოლო დღეებში გვქონდა ძალზე მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ იმისთვის, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი და ეფექტური ტემპით დაიწყოს და გაგრძელდეს, ასევე შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომელსაც ვახორციელებთ და გავაგრძელებთ ექნება ყველაზე სწრაფი ეფექტური ზრდა. თუმცა ეს საკმარისი არ არის ყველას უნდა ესმოდეს, რომ განსაკუთრებით პოსტ კრიზისულ ეკონომიკაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ"-განაცხადა გიორგი გახარიამ.