გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
"მედცენტრი - 88 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 03.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 75 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 04.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, თირკმლების მწვავე უკმარისობა.
რესპუბლიკურ საავადმყოფო - 69 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 01.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპ. დისტრეს სინდრომი, სპონტანური პნევმოთორაქსი. არტერიული ჰიპერტენზია.
რესპუბლიკურ საავადმყოფო - 88 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 23.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ანემია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის უკმარისობა.
რესპუბლიკურ საავადმყოფო - 79 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 04.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია.
კლინიკა "ბაუ" - 57 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 17.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ესენციური ჰიპერტენზია.
კლინიკა "ბაუ" - 74 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 17.10. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ანემია, შაქრიანი დიაბეტი,ინსულინდამოკიდებული, ესენციური ჰიპერტენზია.
კლინიკა ბომონდი - 68 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 07.11. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შაქრიანი დიაბეტი, იშემიური კარდიომიოპათია, ჰიპერტონული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრი - 66 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 04.11. 2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის მწ. უკმარისობა.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრი - 66 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 04.11. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის მწ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის მწ. უკმარისობა.
ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 86 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 07.11. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის ქრ. უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია.
ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 77 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 25.10. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, ესენციური ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრ. უკმარისობა" - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ამ დროისთვის აჭარის საავადმყოფოებში 787 პაციენტი მკურნალობს, მძიმეა 111 პაციენტი. საკარანტინე სივრცეშია 1 328. თვითიზოლაციაში იმყოფება 16 826 პირი.