ქალაქში ახალსატრანსპორტო სქემაზე გადასვლას მძღოლთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, დღეს ნომერ 28 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ, შედეგად კი კაპრეშუმის დასახლება ტრანსპორტის გარეშე დარჩა.
მძღოლების ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც თავად მოძრაობენ სამი სხვა ხაზიც დაემატა, შედეგად კი მათ მგზავრები დაკარგეს. სამუშაოზე არ გასულან არც 44 და 45 ნომრებზე მომუშავე მძღოლებიც. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარებულია და ხვალ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.