პრეტენზია დირექტორის არჩევის წესზე

17 ოქტომბერი 2016, 00:00 3238 ნახვა

მოქალაქე ირაკლი ანთიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს აკრიტიკებს. ამბობს, რომ მაუწყებლის დირექტორის არჩევის წესში ხარვეზია. თუკი მრჩეველთა საბჭოს კანდიდატი არ მოეწონება, უფლება აქვს დირექტორის არჩევის პროცესი ჩაშალოს, რაც ანთიძის თქმით უკანონობაა. ის ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭომ ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია მისცა, თუმცა მრჩეველთა საბჭომ არ გაითვალისწინა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ საბჭო კანონის ფარგლებში მოქმედებს, რაც შეეხება რისკებს ერთადერთი არსებობს იმის ალბათობა, რომ დირექტორის არჩევისას სხდომას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი არ დაესწროს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი