წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება კიდევ გაფართოვდეს  - გამყრელიძე 

09 ნოემბერი 2020, 14:30 714 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება კიდევ დაწესდეს, რათა პანდემიამ მოქალაქეები ნაკლებად დააზიანოს. 

ამირან გამყრელიძის თქმით მთავრი სამკუთხედია: შეზღუდვები, მართვა და პრევენცია.  

''ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთის მხრივ სახელმწიფომ, ჩვენ ექიმებმა და მეორეს მხრივ საზოგადოებამ, რომ გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებებით, რასაც საკოორდინაციო საბჭო აწესებს დავიცვათ. წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება კიდევ გაფართოვდეს და მეორე მხრივ აუცილებელია მართვა და პრევენცია. 

ამ მთავარი სამკუთხედით ვმართოთ პანდემია ისე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი