ცესკოს-თან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს.
ცესკოსთან ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიერ განთავსებული რკინის ჯებირები წააქციეს.
აქციის მონაწილეებს სპეციალური ტექნიკიდან ხმოვანი შეტყობინებით დაშლისკენ მოუწოდეს და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ გააფრთხილეს.