ორშაბათიდან ბათუმის იუსტიციის სახლი მომხმარებელს 21 საათამდე მიიღებს

08 ნოემბერი 2020, 15:10 929 ნახვა

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21 საათამდე მიიღებენ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეებისათვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით პირველი ივნისიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, სამუშაო გრაფიკი გაიზარდა, თუმცა 22 საათის შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, განახლებული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას. წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი