ბათუმის საქალაქო სასამართლო „ლელო საქართველოსთვის“ სარჩელს განიხილავს. ოპოზიციური პარტია ბათუმის 11 უბნის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებს. ლელოში აცხადებენ, რომ ოქმებში არსებული დისბალანსი საოლქო კომისიამ მხოლოდ კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე შეასწორა. ისინი კი უბნების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ. უბნების გადათვლას ითხოვდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაერთიანებული ოპოზციაა, თუმცა მათი საჩივრები ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ არ დააკმაყოფილა