მოქალაქე ირაკლი ანთიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს აკრიტიკებს. ამბობს, რომ მაუწყებლის დირექტორის არჩევის წესში ხარვეზია. თუკი მრჩეველთა საბჭოს კანდიდატი არ მოეწონება, უფლება აქვს დირექტორის არჩევის პროცესი ჩაშალოს, რაც ანთიძის თქმით უკანონობაა. ის ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭომ ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია მისცა, თუმცა მრჩეველთა საბჭომ არ გაითვალისწინა. ჩვენ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, ნატა იმედაიშვილთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია. კომენტარი არც მრჩეველთა საბჭოს იურისტმა გააკეთა.