9 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული პირი კი, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება

07 ნოემბერი 2020, 14:43 5756 ნახვა

დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, 9 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 ათას ლარიანი.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

„სანქციები გვაქვს განსაზღვრული იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული – 2 000 ლარი ფიზიკური პირისთვის, იურიდიულისთვის 10 ათასი ლარი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში