ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

07 ნოემბერი 2020, 10:10 951 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ილია სულამანიძე  მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი . 19 წლის ძიუდოისტმა, ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს დასრულებულ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე, დილის პროგრამაში ფრანგ კენი ლივეცსა და შვეიცარიელ დანიელ აიხს მოუგო. ფინალში კი თურქ მერტ სისმანლარს აჯობა.

ევროკონკურენციაში ჩაერთნენ მიხეილ ბექაური და საბა ინანეიშვილი. ორივემ რეპეშაჟის ფინალით დაასრულა ჩემპიონატზე გამოსვლა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ცხრაკაციანი შემადგენლობით გამოვიდა, სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 36 ქვეყნის ვაჟთა ნაკრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს ლუკა კაპანაძე გახდა ვერცხლის პრიზიორი. 9-10 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონ-პრიზიორებს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტები გამოავლენენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში