პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით ნებისმიერი ემერჯენსი-მიმღები ვალდებული იქნება, მიიღოს ცხელებიანი პაციენტები და გადაანაწილოს ისინი.
„იმის გამო, რომ გრიპის სეზონიც დაიწყო, საჭიროა გარკვეული დრო იმის დასადგენად, კოვიდინფიცირებულია თუ არა ესა თუ ის ცხელებიანი პაციენტი. ნებისმიერი ემერჯენსი-მიმღები ვალდებული იქნება მიიღოს ყველა ასეთი პაციენტი და გადაანაწილოს ისინი. პაციენტს, რომელსაც მიმღებ განყოფილებაში მოთავსება სჭირდება, ეს დახმარება უნდა გაეწიოს. მიმღებში უნდა გამოირიცხოს კორონავირუსი, ან თუ დადასტურდება - პაციენტი შემდეგ მოხვდება ან ჰოსპიტალში, ან კოვიდსასტუმროში/სახლში სამკურნალოდ“, - განაცხადა რატიანმა.