"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" აქტივისტები რესპუბლიკის მოედნიდან სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმართულებით მანქანებით მსვლელობას აწყობენ.
აქციის მონაწილეები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.