პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება.
მისი გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა შეკითხვები აქვს მასთან გამოძიებას. თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების წინ გაკეთებულ განცხადებას დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ.