შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 188 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.
გუშინ ღამე, დაპირისპირებითა და ხმაურით მიმდინარეობდა ბათუმის 79-ე ოლქთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა.
საოლქო კომისიასთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის მხარდამჭერები მოძრაობა „იმოქმედე“ და ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები, რომლებმაც სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
დაპირისპირების დროს შენობის მიმდებარედ სალონის შუშა ჩატყდა და 3 ადამიანი დაშავდა.