პრემიერის განცხადებით, ის პოლიტიკური აქტივობები რაც ქუჩაში მიდის ჩვენთან პიკის მოსვლას დააჩქარებს. ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ესწრებოდა.
"უფრო მძიმე სიტუაცია იქნება ვიდრე ჩვენ ველოდით, იმიტომ, რომ ის მობილობა, რასაც ქუჩის აქციები იწვევენ რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობის სწრაფ ზრდასთან, ამიტომ სრული მობილიზაცია ყველა სამინისტროსი და ყველა უწყების.
ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ამის პარალელურად ძალზე ეფექტურად, უნდა ვიფიქროთ, ეს წერტილოვანი შეზღუდვები რა შეიძლება იყოს. წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვლაპარაკობთ ჩვენ სისტემურ შეზღუდვებზე ქვეყნის მასშტაბით, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე"-განაცხადა გიორგი გახარიამ