მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს

04 ნოემბერი 2020, 13:25 947 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტოლის სამმართველოს მებაჟე ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული თანხა - 51 000 აშშ დოლარის (164 959.5 ლარი) ოდენობით.  

უწყების ინფორმაციით, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა - არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით - 16 495.95 ლარი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში