8 ნოემბრიდან საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას დროებით აჩერებს

04 ნოემბერი 2020, 11:43 1682 ნახვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  ქვეყანაში Covid-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, დროებით  ვიზიტორთა მიღებას აჩერებს.

"აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ზრდის პანდემიის გავრცელების რისკს.

დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ფიზიკური კონტაქტის შესამცირებლად, გთხოვთ, მოგზაურობამდე გაიაროთ რეგისტრაცია დისტანციურად, ტელეფონის ან შესაბამისი დაცული ტერიტორიის Facebook გვერდის საშუალებით.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ, გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით"- აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი