ხელვაჩაურის დასახლებას საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდება

02 ნოემბერი 2020, 14:25 1047 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო 20:00 საათამდე წყლამომარაგება შეუწყდა: ხელვაჩაურის დასახლებას, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის და ჩიხების ახალი ქსელის აბონენტებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი