ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვხატავთ სინანულს, რომ საქართველოში მაინც არ არის ბოლომდე კარგად წარმოდგენილი ნათელი წესები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ.
ტინი კოქსი ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო და დავაფასო ყველა მამაცი ქართველი ამომრჩეველი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. ის ფაქტი, რომ თქვენმა ქვეყანამ მოახერხა არჩევნების ორგანიზება ამ გარემოებებში, ეს აჩვენებს იმას, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ.
არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი, იმ პანდემიის რომელიც ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს მოქალაქეებზე. არჩევნების ორგანიზება აჩვენებს, რომ, ამ კრიზისის პერიოდში არ შეიძლება, გვქონდეს ნაკლები დემოკრატია, პირიქით ახლა უფრო გვჭირდება მეტი დემოკრატია.
ეს საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში მაინც არ არის ბოლომდე კარგად წარმოდგენილი ნათელი წესები ამ კამპანიის დაფინანსების და შეუზღუდავი დაფინანსების მიმართ. ეს რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და კარგ სიგნალს არ აძლევს თქვენს მოქალაქეებს.
შესაბამისად, მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება, რათა გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით.
საქართველო ევროსაბჭოს წევრია უკვე დიდი ხანია, მას ნებაყოფლობით აქვს აღებული ვალდებულება დაიცვას კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. შესაბამისად ჩვენი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, რაც მხარს დაუჭერს საქართველოს დემოკრატიას.
მე ვთხოვ ახალ პარლამენტს, რომ წარადგინოს ახალი დელეგაცია ჩვენს ასამბლეაში“, – განაცხადა ტინი კოქსმა.