დმანისში ცოტა ხნის წინ სროლა იყო, დაჭრილია დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი. იგი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ კახა ოქრიაშვილის ახლო ნათესავია.
კახა ოქრიაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
არსებული ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
თავმდამსხმელთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.