ხვალ 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე - ნიკა მელია 

01 ნოემბერი 2020, 05:10 1574 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ ოთხ საათზე ოპოზიცია რუსთაველზე საპროტესტო აქციას გამართავს.

„ბევრი კოლეგა შევიკრიბეთ, ბევრი არჩევნების გამო, არიან სხვადასხვა რეგიონებში გასულები და ხვალ ბრუნდებიან, ჩვენ მოვითათბირეთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება იყო სწრაფად მისაღები. ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ოპოზიციას არ წაუგია.

„ყველამ დავინახეთ, რასთან გვქონდა საქმე. მთავარს ვამბობთ ახლა და კიდევ უფრო მთავარს ვიტყვით ხვალ. 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი