საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
"ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგები. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
მაზარი შარიფის - 84,7%
ბაგრამი-ქაბული - 93,3%
ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.