ბათუმში, რურუას ქუჩაზე, 21-ე საარჩევნო უბანთან ხმაური და დაპირისპირება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ორი პირი დააკავა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ საარჩევნო უბნის წინ მოქალაქე პრეტენზიას გამოხატავდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ქალს გამოესარჩლა, შემდეგ კი ახალგაზრდები უკვე მას დაუპირისპირდნენ.
"მორაგბეები და ძველი ბიჭები იყვნენ აქ და ცოტა ხნის წინ წავიდნენ. სახელი და გვარები არ ვიცი, თუმცა გადაღებული მაქვს ვიდეო. ისინი,,ქართულ ოცნებას'' ყავს მობილიზებული და აკონტროლებენ პერიმეტრს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალბატონს, შემთხვევით შევესწარი, პრეტენზია გამოვთქვი, რომ არ უნდა მიეყენებინათ შეურაცხყოფა მისი პოლიტიკური კუთვნილების გამო,რასაც მოყვა დაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიცია იდგა აქ მანამდე 1 ეკიპაჟი და მოგვიანებით კიდევ დაემატა რამდენიმე.
დაკავება მოხდა იმიტომ, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ფიზიკურ დაპირისპირებაში რომ არ გადასულიყო განარიდეს"- აცხადებს "ალტერნატივას" წევრი.