ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მზად არის პაციენტების მისაღებად თუ საერთაშორისო დამკვირვებლების დახმარებით მოხერხდება ჩვენს ქვეყანაში მათი უსაფრთხოდ გადმოყვანა.
"ჩვენ მუდმივად ვართ მზად, მივიღოთ პაციენტები, ეს პროცესი ამ ხნის მანძილზე არ შეფერხებულა. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იმისათვის, რომ მოვახდინოთ, როგორც ადგილზე მათთვის დახმარების გაწევა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მოხერხდება ამ ადამიანების ჩვენს ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადმოყვანა, მზად ვართ გავუწიოთ მათ ყველა სახის დახმარება.", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.