მოქალაქეებმა არჩევანი 50 პოლიტიკურ სუბიექტს 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთონ. მოსახლეობა პარლამენტთან ერთად, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და რიგ ქალაქებში მერებს ირჩევს.
საოლქო კომისიიდან უბნებზე ბიულეტენი, გადასატანი ყუთები, ოქმები და სარეგისტრაციო ბეჭდები მიიტანეს. მიუხედავად პანდემიისა, ცესკო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.