ბათუმში 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.17%-ია

02 აპრილი 2022, 09:51 3337 ნახვა

ბათუმის 35 წევრიან საკრებულოში, შევსებულია 34 ადგილი, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს 1 მანდატზე, სწორედ   ეს ადგილი გადაწყვეტს ბათუმის საკრებულოს დაკომპლექტების ბედს, ანუ  რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში 17 ოპოზიციონერი წევრია, 16 ჰყავს მმართველ პარტიას. 1-იც დამოუკიდებელი.  აღნიშნული შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანი იმითაც, რომ  ბათუმში განსხვავებული ფორმატით ტარდება. საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. გამოიყენება  ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, შესაბამისად ბათუმში, შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. ბიულეტენებს გადაითვლიან ხელითაც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში