განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი 31 ოქტომბრის არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების პარტნიორობით პირველი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სადამკვირებლო მისიების ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.სადამკვირვებლო მისია მოიცავს ათივე რეგიონს და დაახლოებით 100-კაციანი მისიით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ჩაჩავას ინფორმაციით, მისიის წარმომადგენლები დააკვირდებიან საქართველოს გარეთ არსებულ საარჩევნო უბნებსაც.