"გირჩი ტივი" დაჰაკეს - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
''დაჰაკეს გირჩი ტვ. ტელევიზია და გირჩის production unit, რომელიც ამზადებდა წინასაარჩევნო ვიდეოებს - სრულად პარალიზებულია. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით როგორც კი გავერკვევით რა ხდება'' - დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში.