საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გლობალურ ეპიდემიაც კი პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენონ.
გიორგი გახარიას თქმით, 31 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა აჩვენოს მსოფლიოს, კოვიდის პირობებში როგორ შეიძლება ღია და დემოკრატიული არჩვენების ჩატარება.
''სამწუხაროდ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხსენებათ რომ ვიმყოფებით საარჩევნო პროცესში, რამდენიმე დღეში არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები გლობალურ ეპიდემიასაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში ცდილობენ, რომ გამოიყენონ. მე მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ. მოდით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს ვატაროთ პირბადე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ, წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომელიც ეპიდემიოლოგების მეირ იყო დადგენილი'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.