მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე, ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.
ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ.
უწყების ცნობით, გარდა ჩირუხისა მცირე მოსასვენებელი ზონები მოეწყო სოფელ შუამთასა და კაპნისთავშიც.