თვითიზოლაციაში მყოფებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა

27 ოქტომბერი 2020, 17:40 179 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაცია მეორედ, ამჯერად უკვე 4 საათით გაახანგრძლივა. გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში ჩაწერის დრო  კოვიდ 19-ის გამო იზოლაციაში მყოფებს 2-დან 6 საათამდე გადაუწია. ზუსტი მონაცემები რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ჯერ უცნობია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“  ამბობენ, რომ ვადა  საკმარისი არ არის, რადგან თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა დიდია ცესკოს ცხელი ხაზი კი გადატვირთული. გარდა ამისა ორგანიზაციის ინფორმაციით,  ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მიუხედავად  ჯანდაცვის სამინისტრომ სიების ფორმირება ჯერ კიდევ გუშინ დაასრულა. ასევე უცნობია იმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ბედი, ვინც თვითიზოლაციაში ხვალიდან აღმოჩნდება. რაც შეეხება პირებს, რომლებიც  საავადმყოფოებსა და საკარანტინე სივრცეებს არჩევნებამდე დატოვებენ ანუ 26-ოქტომბრიდან 30-ი ოქტომბრის ჩათვლით, მათ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ცნობა მიეცემათ და სწორედ  მისი საშუალებით მისცემენ ხმას შესაბამის საარჩევნო უბნებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში