ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ორგანიზაცია "ალტერნატივას“ წევრები სირცხვილის კორიდორს აწყობენ

21 ნოემბერი 2020, 22:31 3652 ნახვა

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები შეიკრიბენ და ე.წ. ,,სირცხვილის კორიდორს'' აწყობენ.

ისინი საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრებს ხვდებიან შეძახილებით ,,მონებო", „გამყალბებლებო“, „სირცხვილი თქვენ“.

,,ალტერნატივას'' წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  ,,სირცხვილის კორიდორო'' მოეწყოთ და ამ ფორმით გაეპროტესტებინათ მიმდინარე პროცესი.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში