დღეის მონაცემებით, საქართველოში 1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული - ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:37 1381 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხდება დიდი რაოდენობით მედპერსონალის ინფიცირება რაც სამწუხაროა, თუმცა მოსალოდნელი იყო.

ამირან გამყრელიძის განცხადებით გასული 24 საათის განმავლობაში მედპერსონალის ინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე განმარტებით ჯამში 1678 მედპერსონალია ინფიცირებული.

"სამწუხაროდ დიდი რაოდენობით ხდება მედპერსონალის დაინფიცირება ასეთი 24 საათის განმავლობაში არის 90. სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენაა მოსახლეობის და ამიტომაც ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ჯამში 1678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5,2 % შეადგენს. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებში, ოჯახში, როცა გვაქვს ინტენსიური შიდა გავრცელება. ეს მოულოდნელი არ არის. სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლს მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, რადგან დავიცვათ სამედიცინო პერსონალი"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საწოლფონდი და ადამიანური რესურსი, ორივე გამოწვევაა, მაგრამ უფრო დიდია ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა, რადგან 1678 ინფიცირებული მედიკოსია.

მისივე განცხადებით, მთავარი გამოწვევაა, რომ ჯანდაცვის სექტორმა ამ დარტყმას გაუძლოს. 

"ვფიქრობ, რომ არ მივალთ სტადიამდე, როდესაც გეგმა „ბ“-ს ამუშავება იქნება საჭირო.

ჩვენ გვაქვს პროგნოზირების რამდენიმე სცენარი და ჯერჯერობით ხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორი უმკლავდება დღიურად დაახლოებით 2 000 შემთხვევას. ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს, ესაა ჩვენი მოვალეობა, ამ გამოწვევას უნდა გავუძლოთ“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში