აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ საყურადღებოა - თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 14:37 1404 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ საყურადღებოა და შემთხვევების რაოდენობა რჩება მაღალი.

თამარ გაბუნიას თქმით, საყურადღებოა ასევე გარდაცვალების მაჩვენებელიც. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, რომ ლეტალობის შემთხვევები შემცირდეს.

''რეგიონში მაჩვენებლების მერყეობა შეინიშნება, რაც მაინც მიუთითებს შემთხვევების აქტიურ გავრცელებას. საყურადღებოა ასევე გარდაცვალების შემთხვევები. დღეს ყვეყანაში გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი იყო,აქედან აჭარაში - რვა. უმრავლესობა იყო მძიმე ფონური ქრონიკული დაავადებებით. ეს საყურადღებოა და ამ მიმართულებით მიმდინარეობს დღეს განსაკუთრებული მუშაობა, რომ ლეტალური შემთხვევები იყოს შემცირებული, როგორც აჭარაში ისევე სხვა რეგიონებში. ​მთავარი ისევ არის შემთხვევების აქტიური გამოვლენა და პირადი დაცვის საშუალებების აქტიური გამოყენება, რადგან ზუსტად ვიცით რომ კარგად მუშაობს'' - უთხრა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ დღეს კოვიდის მართვის პროცესში, კერძო სადაზღვევო კომპანიების ექიმების ჩართულობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დატრენინგება მიმდინარეობს.

''სადაზღვეო კომპანიებთან ბოლო პერიოდში გვქონდა აქტიური მოლაპარაკება. დღეს უკვე დაიწყო ოჯახის ექიმების და სადაზღვევო კომპანიების ექიმების ტრენინგი. ანუ ის მექანიზმი, რომელიც არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ამოქმედდება სადაზღვევო სქემების ფარგლებში ჩართული პირებისთვის. საუბარი მაქვს ონლაინ კონსულტაციასა და ბინაზე მკურნალობაზე. ვმუშაობთ, რომ დაზღვეულ პირს, კოვიდ ინფიცირების შემთხვევაში ჰქონდეს ადექვატური დაფარვა სამედიცინო სერვისით, ისე როგორც ეს სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი