მთავრობის კანცელარიასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ აქცია - პერფორმანსი გამართა. თორნიკე მამალაძეს კონკრეტული გზავნილი ამჯერად, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლება იყო, თუმცა ვინ იგულისხმებოდა, მას არ დაუკონკრეტებია.
მამალაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან "რვაფეხას" ბიუსტი მიიტანა რომელზეც გამოსახული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრი, თბილისის მერი და პარტია ქართული ოცნების თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.