ჩვენ დღეს ომში ვართ,  უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზება - გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:13 2441 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს.

"დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორებს და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება ეს ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს წრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დაეხმარებიან ექიმებს"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე განცხადებით, მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და სიტუაციიდან გამომდინარე რაშიც ექიმებს დასჭირდებათ დახმარება სტუდენტები მათ ამაში დაეხმარებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მთავარი დარტყმა ახალ სამედიცინო პერსონალზე გადადის. ამირან გამყრელიძემ დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ უნდა იცოდნენ თავისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონის ნომერი.

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ სამედიცინო პერსონალის მობილიზება. გადამზადდებიან მაღალი კურსის მეხუთე, მეექვსე კურსის სტუდენტები და რეზიდენტები, ლაპარაკია სამედიცინო განათლების სტუდენტებზე. ჩვენ დღეს ომში ვართ. პანდემია ომზე ნაკლები არ არის და როცა საჭიროა უნდა მოხდეს სრული მობილიზება მათ შორის სამედიცინო პერსონალის. როცა მე უკვე მეხუთე კურსზე ვიყავი მთელ რიგ სამედიცინო ჩარევებს ვაკეთებდი, მითუმეტეს ქოლცენტრით ადამიანის მართვა და რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება"-განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი