ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია. თავდამსხმელის იდენტიფიცირების შესახებ შს სამინისტრომ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, როდესაც ვახტანგ გომელაური სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა.
ის საგამოძიებო უწყებაში თითქმის 5 საათია იმყოფება. ახლა ის არის გასარკვევი სად არის თავად დამნაშავე.