117 ახალი ინფიცირებული ოკუპირებულ აფხაზეთში

25 ოქტომბერი 2020, 12:20 1085 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 3 ათას 567 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 1 355 და დაღუპულია 33 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი