საბანკო ვალდებულებების გადავადების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გაიმართა აქცია აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის წევრები ის ადამიანები არიან, რომლებიც ამავე მოთხოვნით 8 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და შიმშილობა დღეს საბოლოოდ შეწყვიტეს. თქვეს, რომ პროტესტის ყველა მშვიდობიანი ფორმა ამოწურეს და ახლა მათი პრობლემის გადაჭრა მხოლოდ სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ისინი ამბობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბანკების მისამართით ვერც სამართლებრივ დავას იწყებენ.