დავიცვათ წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების ზრდა იქნება სწრაფი - პრემიერი

22 ოქტომბერი 2020, 14:20 1212 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეების 90% ატარებს ნიღაბს ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე,დღეს,კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დაიცვან რეკომენდაციები.

"გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ მეტად ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს.

ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ჩვენს ხადაზმულებზე, რამე თუ პირველ რიგში,ისინი არიან რისკის ჯგუფში"-განაცხადა გიორგი გახხარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში