,,იყო აგრესიული და რამდენჯერმე გაისროლა , მოგვიანებით კი კომუნიკაბელური გახდა“ -ასე ახასიათებს თავმდამსხმელს ერთ-ერთი მძევალი, რომელმაც სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.გამთენიისას დასრულდა გათავისუფლებული მძევლების გამოკითხვა ძალოვან . ირაკლი კვარაცხელიამ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან მძევლობაში გატარებული საათები გაიხსენა. იგი ყვება, რომ თავდამსხმელმა მძევლებს მედიასთან დაკავშირება სთხოვა. ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ ვითარების სიმძიმემ აიძულა, რომ გამოეყენებინა ყველა საშუალება, რათა დეტალურად ყოფილიყო ძალოვანი უწყება ინფორმირებული რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყვნენ მძევლები,რადგან ირაკლი კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელს საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდა ხელყუმბარა. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი ძალოვანი უწყების წარმომადგენელს კიდევ ერთი მძევლის საშუალებით უკავშირდება.“ თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა ის, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. 7 საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, რადგან საჭიროების შემთხვევაში გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა"-იხსენებს გათავისუფლებული მძევალი