საქართველოს ბანკში ინკასაციის მანქანებით ფული შეიტანეს

21 ოქტომბერი 2020, 21:51 717 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში ინკასაციის მანქანები მივიდნენ და ფული შეიტანეს.

ამ დროისთვის ბანკში სამი მძევალი რჩება.

შეგახსენებთ, მთელი დღის მანძილზე, თავდამსხმელი, რომელიც ''საქართველოს ბანკში'' შეიჭრა ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში